ფეხბურთი

11:40 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "არ ვიცი, "ბარსელონაში" დებიუტი როდის მექნება, მაგრამ მწვრთნელს ვეთანხმები"

„ბარსელონაში“ ვოიცეხ შჩესნი ჯერ კიდევ დებიუტის მოლოდინშია. ჰანსი ფლიკი უპირატესობას ინიაკი პენიას ანიჭებს და გამოცდილ პოლონელს ჯერ არ უთამაშია.

თუმცა, შჩესნი იმედგაცრუებული არაა და მწვრთნელის გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„არ ვიცი, „ბარსელონაში“ დებიუტი როდის მექნება. თავიდან ვთქვი, რომ ჯერ სრულყოფილ ფორმაში უნდა დავბრუნებულიყავი და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა სრულიად მზად ვარ ვითამაშო, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. თუმცა, არ დავმალავ, რომ მწვრთნელის ადგილას რომ ვიყოთ, იმდენს ვითამაშებდი, რამდენიც აქამდე ვითამაშებდი. ამიტომ სიტუაციას იმედგაცრუებული არ ვუყურებ, რადგან მწვრთნელის გადაწყვეტილებას 100%-ით ვეთანხმები“, - თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ „ბარსელონასგან“ შეთავაზება მიიღო და ფეხბურთს დაუბრუნდა.

0.122355