„ატლანტა იუნაიტედს“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, ახალი მწვრთნელი ჰყავს. ამერიკული გუნდი რონი დეილამ ჩაიბარა.
ნორვეგიელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ახალი სეზონიდან გუნდის თავკაცი იქნება.
დეილა ბოლოს „ალ ვაჰდაში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „სელტიკში“, „ვალერენგაში“, „ნიუ იორკ სიტიში“, ლიეჟის „სტანდარდსა“ და „ბრიუგეში“ უმუშავია.