„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის სრულად ენდობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა მის განკარგულებაში არიან და მზადაა მათ გამო ომშიც წავიდეს.
„სატრანსფერო ბაზარზე საუბარი ყოველთვის ძალიან რთულია. ვმუშაობ ამ ფეხბურთელების ჯგუფთან. ვინც ბევრს თამაშობს და ვინც ნაკლებად თამაშობს, ყველას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი იმ 35 ქულაში, რომელიც გვაქვს. ეს არის ჯგუფი, რომელთანაც ზაფხულიდან ვმუშაობ, ყველა ჩემი მეთოდოლოგიის უკანაა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანური ურთიერთობებიც ვითარდება, მათ სრულად ვენდობი, ეს ნათელია.
ძალიან მშვიდად ვარ, თუ იქნება სანდო შესაძლებლობები, ვნახოთ. კლუბი გადაწყვეტს სურს თუ არა, რაღაცის შეცვლა. ჩემი მხრიდან, მაქსიმალური ნდობა მაქვს ამ ბიჭების მიმართ, მათ გამო ომში წასვლაც შემიძლია, სპორტულ ომში. ნამდვილი კაცები არიან და ბიჭები, რომლებიც იზრდებიან, რასაც ვხედავთ, ეს ძალიან მიხარია. იანვრის სატრანსფერო ბაზარზე შეკითხვები კი, შესაბამის ადამიანებს უნდა დაუსვათ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" სერია A-ში 16 ტურის შემდეგ 35 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება.