უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის მონაწილე 16 გუნდი დაწყვილდა.
ორმატჩიან დუელში გამარჯებული 8 გუნდი მერვედფინალში გავა, სადაც შეუერთდება კიდევ 8 გუნდს, რომლებსაც მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ.
პლეი-ოფში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„ბაჩკა ტოპოლა“ (სერბეთი) – „იაგიელონია“ (პოლონეთი)
„მიოლდე“ (ნორვეგია) – „შემროკ როვერსი“ (ირლანდია)
„ცელიე“ (სლოვენია) – „აპოელ“ (კვიპროსი)
„ომონია“ (კვიპროსი) – „პაფოსი“ (კვიპროსი)
„ვიკინგური“ (ისლანდია) – „პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი)
„ბორაცი“ (ბოსნია) – „ოლიმპია“ (სლოვენია)
„გენტი“ (ბელგია) – „ბეტისი“ (ესპანეთი)
„კოპენჰაგენი“ (დანია) – „ჰაიდენჰაიმი“ (გერმანია)
პლეი ოფის პირველი მატჩები 13 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 20 თებერვალს გაიმართება.
მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 21 თებერვალს ჩატარდება, მანამდე კი, ცნობილია, რომ:
გენტი/ბეტისის გამარჯვებული - ჩელსის ან გიმარაეშს შეხვდება
ბაჩკა ტოპოლა/იაგიელონიას გამარჯვებული - ლეგია ან სერკლ ბრიუგე
ცელიე/აპოელ-ის გამარჯვებული - დიურგარდენი ან ლუგანო
ვიკინგური/პანათინაიკოსის გამარჯვებული - ფიორენტინა ან რაპიდი
ბორაცი/ოლიმპიას გამარჯვებული - რაპიდი ან ფიორენტინა
ომონია/პაფოსის გამარჯვებული - ლუგანო ან დიურგარდენი
მიოლდე/შემროკის გამარჯვებული - სერკ ბრიუგე ან ლეგია
კოპენჰაგენი/ჰაიდენჰაიმის გამარჯვებული - გიმარაეში ან ჩელსი