მანჩესტერ "სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა MLS-ში გადაბარგდეს.
33 წლის ბელგიელ ფეხბურთელს "ქალაქელებთან" კონტრაქტი სწორედ 2025 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც Goal.com-ი იტყობინება დე ბრუინი "სიტისთან" კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და ზაფხულში MLS-ში მოასპარეზე "სან დიეგოში" გადავა. წყაროს ცნობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
"სან დიეგო" თავის სადებიუტო სეზონს MLS-ში სწორედ 2025 წელს დაიწყებს.შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი მანჩესტერ "სიტის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მას მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში 10 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.