ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა. როგორც Tuttomercatoweb-ი იტყობინება, მხარეები თითქმის მორიგდნენ.
კვარაცხელია კონტრაქტს ორი წლით, 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, სეზონში კი, ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს. რაც მთავარია, ახალ კონტრაქტში მითითებული იქნება გამოსასყიდი ფასი - 80 მილიონი ევრო. ჯერჯერობით, სხვა გამოცემები ამის შესახებ არაფერს იტყობინებიან.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.