ფეხბურთი

12:26 | 20.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალმა" ახალგაზრდა ცენტრალურ მცველთან შეთანხმებას მიაღწია

მადრიდის "რეალმა" "ლეგანესთან" ახალგაზრდა 18 წლის ცენტრალური მცველის, ლამინი ფატის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი "სამეფო კლუბს" 2025 წელს შეუერთდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს, მისი თქმით "რეალს" აღნიშნული ტრანსფერი 100 ათასი ევრო დაუჯდება.

ახალგაზრდა ესპანელი ლამინი ფატი "ლეგანესის" ახალგაზრდული კლუბში თამაშობს, მას მიმდინარე ჩემპიონატში 12 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 1 გატანილი გოლია.

0.113488