კონფერენს ლიგაზე ფაზის ეტაპი დასრულდა და ბოლო, მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა.
ნიქოზიის „აპოელმა“ „ასტანას“ უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1. ლაშა დვალი თამაშში მხოლოდ 78-ე წუთზე ჩაერთო. ბოლო დროს, ქართველი მცველი კვიპროსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. „აპოელმა“ 11 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა და მერვედფინალის საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს.
პლეი-ოფში გავიდა გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენიც“, რომელიც ბოლო ტურში სტუმრად ვენის „რაპიდთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველი მცველი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. დანიურმა კლუბმა 8 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა.
კონფერენს ლიგის მერვედფინალის საგზური 8 გუნდმა უკვე მოიპოვა: ჩელსი, გიმარაეში, ფიორენტინა, რაპიდი, დიურგარდენი, ლუგანო, ლეგია და სერკლ ბრიუგე, რომელსაც სხვათა შორის, დინამო თბილისის ყოფილი მწვრთნელი ფერდინანდ ფელდჰოფერი ხელმძღვანელობს.
პლეი-ოფში ითამაშებენ და მერვედფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ: იაგელონია, შემროკ როვერსი, აპოელი, პაფოსი, პანათინაიკოსი, ოლიმპია, ბეტისი, ჰაიდენჰაიმი, ბეტისი, გენტი, კოპენჰაგენი, ვიკინგური, ბორაცი, ცელიე, ომონია, მიოლდე და ბაჩკა ტოპოლა.
კონფერენს ლიგას და შესაბამისად, ევროთასებს გამოეთიშნენ: ჰართსი, ბაშაკშეჰირი, მლადა, ასტანა, სენტ გალენი, ჰიკი, ნოა, ტნს, დინამო მინსკი, ლარნი, ლასკი და პეტროკუბი.
პლეი-ოფის მატჩები 13-20 თებერვალს გაიმართება.