ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში ლონდონის „ტოტენჰემმა“ დრამატულ და დაძაბულ ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
„დეზები“ მე-15 წუთზე დომინიკ სოლანკემ დააწინაურა და ტაიმი ასე დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგე პოსტეკოღლუს გუნდმა კიდევ ორჯერ გაიტანა: ჯერ დეიან კულუშევსკიმ და მერე სოლანკემ დუბლი შეასრულა - 3:0. თითქოს, ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ რუბენ ამორიმის გუნდმა მაინც ბოლომდე იბრძოლა.
სხვაობა ჯოშუა ზირკზემ და ამად დიალომ შეამცირეს. მანჩესტერელები ცდილობდნენ გათანაბრებას, თუმცა, 88-ე წუთზე ჰონ-მინ სონმა საოცარი გოლი გაიტანა - პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია და უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯონ ევანსმა ჩამორჩენა ისევ მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „მანჩესტერს“ დრო აღარ ეყო მეოთხეს გასატანად და ტურნირის გამოეთიშა.
ამრიგად, ინგლისის ლიგის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია: „ტოტენჰემი“, „ნიუკასლი“, „არსენალი“ და „ლივერპული“.
„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერი“ 4:3 (1:0)
გოლები: 1:0 სოლანკე (15), 2:0 კულუშევსკი (47), 3:0 სოლანკე (54), 3:1 ზირკზე (63), 3:2 დიალო (70), 4:2 სონი (88), 4:3 ევანსი (90)