ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Viva El Futbol-ის პოდკასტში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.
მან ანტონიო კონტეს ურჩია, რომ ხვიჩა კვარაცხელია, მატეო პოლიტანო და დავიდ ნერეში ძირითად შემადგენლობაში ერთად ათამაშოს:
„ჩემი აზრით, ეს გამოწვევა კვარას გააუმჯობესებს და ნერეშს კონკურენცია პოლიტანოსთან მოუწევს. მეტიც, ძალიან მინდა, ნერეშმა ცენტრში ითამაშოს, მაკტომინეის პოზიციაზე. არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ზოგიერთ თამაშში შეიძლება ამაზე ფიქრი.
უპირველეს ყოვლისა, ეს მისცემდა ლუკაკუს შესაძლებლობას გვერდით ჰყავდეს კვარა და ნერეში, მარჯვნივ პოლიტანო. ნერეში არაფრით ჩამოუვარდება მაკტომინეის, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით. მომწონს ძლიერი ფეხბურთელები მოედანზე ერთად რომ არიან. კონტეს ადგილზე, ასე მოვიქცეოდი და მათ 4-2-3-1 ან 3-4-2-1 სქემით ვათამაშებდი. როდესაც კონტეს შევხვდები, ამას ვეტყვი“, - აღნიშნა ადანიმ.