ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და შეიძლება „ჯენოასთან“ ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე პროგნოზი პესიმისტური იყო.
Sky Sport-ის ინფორმაციით, დღეს კვარამ გუნდთან ერთად ნაწილობრივ ვარჯიში მოახერხა, შესაბამისად, არაა გამორიცხული 21 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში განაცხადში შეიყვანონ.
გადაწყვეტილებას ანტონიო კონტე სამედიცინო შტაბთან შეთანხმებით პარასკევს მიიღებს და შესაბამისად, ხვალ გაირკვევა ყველაფერი. არც ისაა გამორიცხული, რომ ნეაპოლელებმა რისკზე წასვლა არ გადაწყვიტონ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო წინა ტურის მატჩი გამოტოვა „უდინეზეს“ წინააღმდეგ.