ფეხბურთი

21:24 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე "ლიონის" წლის ბოლო მატჩს გამოტოვებს

გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ წლის ბოლო მატჩს გამოტოვებს, რომელიც „ლომებს“ საფრანგეთის თასზე „ფეინი ოუნოუასთან“ ელოდებათ.

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა დაადასტურა. ქართველ ფეხბურთელს გრიპი აქვს, რის გამოც ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა. ასეთ სიტუაციაში ფრანგული კლუბის მწვრთნელი გარისკვას არ აპირებს.

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

0.134436