ფეხბურთი

19:40 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დელიო როსი: "ნერეში კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კვარაცხელია - გამონაკლისი"

რომის „ლაციოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დელიო როსიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი „ნაპოლიმ“ ადრე თუ გვიან, უნდა გადაწყვიტოს.

ის დარწმუნებულია, რომ კვარა დავიდ ნერეშზე მაღალი დონის ფეხბურთელია:

„კვარა გამონაკლისი ფეხბურთელია, ნერეში კი, კარგი - ფეხბურთელი. თუმცა, ქართველის კონტრაქტის საკითხი უნდა გადაწყდეს, ამ გაურკვევლობაში ვერ დარჩება. ადრე თუ გვიან, ეს სიტუაცია უნდა გაირკვეს“, - თქვა როსიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.12211