„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძის შესაძლო გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა.
ქართველ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, ამიტომაც, გერმანულ მედიაში ხშირად საუბრობენ, რომ იანვარში შეიძლება „კარლსრუეს“ მისი გაყიდვა მოუწიოს. აიხნერი ამ სცენარისთვის მზადაა:
„ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ტრანსფერებიდან გამომუშავებულ თანხაზე ვართ დამოკიდებული. კონტრაქტების გამო ყოველთვის უნდა იცხოვრო ამ რისკით, ამიტომ, ყველაფრისთვის მზად ვარ“, - აღნიშნა აიხნერმა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.