ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დავიდ ნერეში უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია და ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.
„ვიცი, რომ ზოგი იფიქრებს, რომ მკრეხელობას ვამბობ, მაგრამ ახლა ნერეში უფრო გადამწყვეტი ფეხბურთელია, ნაკლებად ჯიუტია, უფრო სწრაფად დარბის. კვარამ მცირე ინვოლუციის პროცესი განიცადა, ის ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია, მაგრამ სათამაშო დროს ნერეში იმსახურებს“, - თქვა კარესამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, რომელშიც ის ნერეშმა შეცვალა და ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ანტონიო კონტემ უფრო მეტი დრო ბრაზილიელს უნდა მისცეს, ვიდრე ქართველ ფეხბურთელს.