„მანჩესტერ სიტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ოთხი ფეხბურთელის შეძენას აპირებს, იუწყება Daily Mail.
როგორც წყარო აღნიშნავს, კლუბის ხელმძღვანელობას სურს მხარი დაუჭიროს მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას, რომელიც გუნდში საკადრო პრობლემებს უჩიოდა. „ქალაქელები“ ეძებენ დაცვით ნახევარმცველს, მეორე ფორვარდს - ერლინგ ჰოლანდის სარეზერვო კანდიდატს, ცენტრალურ და მარჯვენა მცველებს.
ბოლო 11 მატჩში „სიტიმ“ მხოლოდ 1 მოიგო, 8 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. პრემიერლიგის 16 ტურის შემდეგ გვარდიოლას გუნდი 27 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.