ფიფამ 2024 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც როგორც მოსალოდნელი იყო, ცვლილებები არ მომხდარა.
ამის მიზეზი ისაა, რომ წინა რეიტინგის შემდეგ სანაკრებო მატჩები არ ჩატარებულა.
საქართველოს ნაკრებს ისევ 1362.21 ქულა აქვს და კვლავ 68-ე ადგილზეა.
...65. ალბანეთი - 1375.57 ქულა
66. ბურკინა ფასო - 1373.76
67. ჩრდ. მაკედონია - 1368.96
68. საქართველო - 1362.21
69. ფინეთი - 1361.53
70. ისლანდია - 1355.1
71. ჩრდ. ირლანდია - 1349.58
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხება: ესპანეთი 1853.27 ქულით მესამე ადგილზეა, თურქეთი 1537.24 ქულით 28-ე პოზიციას იკავებს, ხოლო ბულგარეთი 1301.04 ქულით 82-ე საფეხურზეა. ერთა ლიგის პლეი-აუტის მეტოქე სომხეთის ნაკრები კი, 1219.15 ქულით მე-100 ადგილზეა.
ცვლილებები არ მომხდარა მოწინავე ათეულშიც, რომელიც ასეთია:
1. არგენტინა - 1867.25 ქულა
2. საფრანგეთი - 1859.78
3. ესპანეთი - 1853.27
4. ინგლისი - 1813.81
5. ბრაზილია - 1775.85
6. პორტუგალია - 1756.12
7. ნიდერლანდები - 1747.55
8. ბელგია - 1740.62
9. იტალია - 1731.51
10. გერმანია - 1703.79
ფიფა რეიტინგს 2025 წელს განაახლებს.