ფეხბურთი

14:50 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ 18 წლის მცველთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ჩელსის“ მცველმა ჯოშ აჩემპონგმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ჩელსის ოფიციალური საიტი იტყობინება.

„ჩელსი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ მცველმა ჯოშ აჩემპონგმა ახალი კონტრაქტი გააფორმა 2029 წლამდე. ჯოში „ლურჯების“ განვითარების ცენტრის პროგრამას 8 წლის ასაკში შეუერთდა და შემდეგ კლუბის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

ჯოშის დებიუტი პირველ გუნდში გასულ კვირას შედგა, როდესაც მან სასტარტოში დაიწყო კონფერენს ლიგის მატჩი ყაზახეთში „ასტანასთან.“ ითამაშა კვირასაც „ბრენტფორდთან“ პრემიერლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში. გილოცავთ ახალ კონტრაქტს, ჯოშ! - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

0.11207