ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალური მატჩი „საუთჰემპტონსა“ და „ლივერპულს“ შორის საუთჰემპტონში, „სენტ მერის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.
„ლივერპულის“ თავდამსხმელმა დარვინ ნუნიესმა 24-ე წუთზე გახსნა ანგარიში. 32-ზე „წითლების“ ნახევარმცველმა ჰარვი ელიოტმა კოდი გაკპოს გადაცემით გააორა შედეგი. ერთადერთი საპასუხო ბურთი მასპინძელთა თავდამსხმელმა კამერონ არჩერმა 59-ე წუთზე გაიტანა.
„ლივერპული“ ამ გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა, „საუთჰემპტონი“ კი ტურნირს გამოეთიშა.
ოთხშაბათსვე მეოთხედფინალურ წყვილებში „არსენალმა“ „კრისტალ პალასს“ 3:2 მოუგო, „ნიუკასლმა“ – „ბრენტფორდს“ 3:1. „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა კი დღეს, 19 დეკემბერს გაიმართება ლონდონში.
შეგახსენებთ, თასის ამჟამინდელი მფლობელი „ლივერპულია,“ რომელმაც წინა ფინალში „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა.