„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ „მონაკოსთან“ შეხვედრაში მძიმე დაზიანება მიიღო.
შეხვედრის მე-14 წუთზე „მონაკოს“ მცველი ვილფრიდ სინგო შეტევაში იყო, დონარუმამ მისი შეტევისგან გუნდის დაცვა სცადა, როდესაც მას სახეში სინგოს ფეხი მოხვდა.
იტალიელმა მეკარემ თამაში ვერ გააგრძელა, მას სახეზე სერიოზული ჭრილობები აქვს და შეიძლება ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
აღსანიშნავია, მსაჯის გადაწყვეტილება, რომელმაც ასეთი უხეშობისთვის სინგოს წითელი ბარათი არ უჩვენა, საქმეში არც VAR-ი ჩარეულა და არბიტრი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.