ფეხბურთი

19:43 | 18.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და "ჯენოასთან" სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და „ჯენოას“ წინააღმდეგ დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს.

ქართველს მუხლის დაზიანება აქვს, რის გამოც „უდინეზესთან“ შეხვედრა უკვე გაუცდა. ჯერჯერობით, ზუსტი დრო, როდესაც ქართველი მოედანზე დაბრუნდება, უცნობია.

„ნაპოლიში“ იმედი აქვთ, რომ 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ შეხვედრისთვის მზად იქნება, თუ არადა, იანვრის დასაწყისში, „ფიორენტინას“ წინააღმდეგ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.125308