სხვა

15:53 | 18.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში 8 თებერვალს ავსტრალიელი მებრძოლის წინააღმდეგ შედგება

ქართველი მებრძოლის ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში 8 თებერვალს შედგება და მისი მეტოქე ავსტრალიელი კოდი ჰადონი იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას MMA-ს ბლოგერი ავრცელებს. მისი თქმით პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია და UFC-ს ხელმძღვანელობა ამ ბრძოლას უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის უკან თავად ალექსანდრე თოფურიამაც მიმართა გულშემატკივრებს და მისი დებიუტი სწორედ 2025 წლის თებერვალში დააანონსა.

ალექსანდრე თოფურიამ UFC -თან ოფიციალური კონტრაქტი აგვისტოში გააფორმა, მისი MMA-ს რეკორდი 5-1-0-ია.რაც შეეხება ავსტრალიელ მებრძოლს მას 8-1-0. 7-ი ბრძოლიდან კოდიმ 5 ნოკაუტით მოიგო ხოლო 2 საბმიშენით.


0.123404