"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ "სიტის" რადარზეა და მისი გადაბირება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს.
როგორც Football Insider-ის ჟურნალისტი პიტ ო’როურკი იტყობინება "ქალაქელების" ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, პეპ გვარდიოლამ ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება მოსთხოვა. მათი მთავარი სამიზნე კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც გვარდიოლას დიდი ხანია მოსწონს. ჟურნალისტის თქმით მანჩესტერელებმა ისიც იციან, რომ აღნიშნულ ტრანსფერში ცოტა თანხის გადახდა არ მოუწევთ, რადგან "ნაპოლის" მფლობელი დე ლაურენტისი ქართველის გაყიდვას დაბალ თანხად არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლის" ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ თანხმდებიან და არაფერი არ არის გამორიცხული.