ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა გამოკითხვაში, რომელშიც ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ვინისუსის ამ აღიარებას გამოეხმაურა ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდინიო.
"გილოცავ ვინი, შენ ეს დაიმსახურე. ვიცი ყოველდღე რამდენ დროს უთმობ საკუთარი თავის გაუმჯობესებას. ორი წელია შენ ბრაზილიის სახე ხარ და ათასობით ახალგაზრდა ბრაზილიელებს დააჯერე საკუთარი ოცნებების. გილოცავ მეგობარო შეგიძლია იზეიმო ბევრი, რადგან ასეთი ჯილდო ბევრს არ ექნება."
შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე ვინისიუსი გავიდა, მეორეზე როდრი, ხოლო მესამეზე ჯუდ ბელინგემი. ხუთეულში ასევე მოხვდნენ დანი კარვახალი და ლამინ იამალი.