გამთენიისას ლას ვეგასში NBA-ის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც „მილუოკი ბაქსმა“ „ოკლაჰომა სითი“ დამაჯერებლად 97:81 დაამარცხა და თასის გამარჯვებული გახდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული იყო და ქულა ქულაში მიდიოდა, თუმცა მესამე პერიოდში „ბაქსის“ კალათბურთელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და 12 ქულიანი უპირატესობით მოიგეს, რამაც შეიძლება ითქვას მატჩის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „მილუოკის“ ბერძენი კალათბურთელი იანის ანტეტოკუმპო გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა, მის ანგარიშზე 26 ქულა 19 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაა.
აღნიშნული ტურნირი პირველად გასულ წელს ჩატარდა, რომელიც "ლოს-აჯელეს ლეიკერსმა" მოიგო.
შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ მეოთხედფინალში სწორედ „მილუოკთან“ დამარცხდა.