ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „ალბასეტეს“ ესტუმრა და უგოლოდ დაუზავდა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ წინა ტურისგან განსხვავებით ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, თუმცა ამასთან ახლოს იყო, რადგან პირველ ტაიმში მეკარემ მისი ძლიერი დარტყმა მოიგერია. ქოჩორაშვილის აქტივში ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 თამაშში 4 გოლი და 3 საგოლე პასია.
„ლევანტე“ 31 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 დეკემბერს, „უესკას“ უმასპინძლებს.
„გრანადამ“ საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა „კარტახენა“ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი წიტაიშვილმა 69-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ქართველს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.
„გრანადა“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 21 დეკემბერს, „ეიბარს“ ესტუმრება.