ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ გიორგი გულიაშვილით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ სერბული მედია იტყობინება.
ბოსნიურ მედიაში გავრცელებულა ცნობა, რომლის მიხედვით „სარაევოს“ პრეზიდენტი „ცრვენა ზვეზდას“ წარმომადგენლებს ტრანსფერზე ბელგრადში შეხვდა, სერბებმა არ დაადასტურეს და ეს ვარიანტი გამორიცხეს.
სერბული პრესა წერს, რომ ბოსნიურ მედიაში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება „სარაევოს“ ხელმძღვანელობის მიზანი იყო, რათა ფეხბურთელის ფასი ხელოვნურად უფრო გაზარდონ.
გულიაშვილს უნგრულ „ფერენცვაროშსაც“ უკავშირებენ და „სარაევო“ მზადაა ის იანვარში 3 მილიონ ევროდ გაყიდოს. მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილს ბოსნიის ჩემპიონატში 12 გოლი აქვს გატანილი.