გერმანული ვებგვერდის liga2-online-ს ვერსიით ბუდუ ზივზივაძე II ბუნდესლიგის მე-16 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ხსენებულ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ზივზივაძემ ხმების 55% მიიღო და გამარჯვება დიდი უპირატესობით შეძლო.
ბუდუმ ფისნიკ ასლანის (18%), ტორგე პაეტოვს (12%), კილიან კორედორდ (10%), ფლორიან კასტენმაიერს (4%) და დამიონ დოუნსს (1%) აჯობა.
ზივზივაძემ მე-16 ტურში „რეგენსბურგის“ წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
ბუდუ ზივზივაძე II ბუნდესლიგაში ამ დროისთვის ბომბარდირთა დავაში 11 გოლით ლიდერია. 30 წლის ქართველს ჩემპიონატსა და გერმანიის თასზე ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.