„ნაპოლის“ ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიას და დავიდ ნერეშის კონკურენციის შესახებ ხშირად საუბრობენ.
იტალიურ მედიაში მიაჩნიათ, რომ ისინი პირდაპირი კონკურენტები არიან და მას შემდეგ, რაც კვარაცხელიას არყოფნაში ნერეშმა „უდინეზესთან“ შესანიშნავად ითამაშა, ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ. ამჯერად, კომენტარი ვეტერანმა ფეხბურთელებმა მარკო პაროლომ და ვალონ ბეჰრამიმ გააკეთეს.
მარკო პაროლო: „კვარა თამაშში დაბრუნდება, მაგრამ ნერეშმა ყველას უჩვენა, რომ „ნაპოლის“ ხვიჩას გარეშე თამაშიც შეუძლია. ახლა მცველებისთვის ნერეში ამოუცნობი ფეხბურთელია, რადგან არაპროგნოზირებადი მოქმედებებით გამოირჩევა“.
ვალონ ბეჰრამი: „გასულ კვირაში ვთქვით, რომ კვარა არ არის კონტესთვის შეუცვლელი ფეხბურთელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აღარ არის სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. შეიძლება კვარა ბურთს უფრო მეტჯერ ეხება და შეტევას ანელებს, მაგრამ რჩება ჩემპიონატის ტოპ სამ ფეხბურთში. ნერეში გიხსნის მოედანზე სივრცეებს, მაგრამ ძირითადის წევრად კვარაცხელია რჩება“.