ფეხბურთი

16:00 | 17.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალაიო: "ნერეშმა ყოველთვის უნდა ითამაშოს, მაგრამ კვარაცხელიასთან ერთად და არა მის ნაცვლად"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ ხვიჩა კვარაცხელიასა და დავიდ ნერეშზე ისაუბრა.

იტალიურ მედიაში მიაჩნიათ, რომ ისინი პირდაპირი კონკურენტები არიან და მას შემდეგ, რაც კვარაცხელიას არყოფნაში ნერეშმა „უდინეზესთან“ შესანიშნავად ითამაშა, ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ. კალაიოს აზრით, ნერეშმა მატეო პოლიტანოს ნაცვლად უნდა ითამაშოს და არა კვარაცხელიას:

„ბრაზილიელმა უდინეში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. იცოდა, როდის რა უნდა გაეკეთებინა. თუმცა, ის კვარაცხელიას პირდაპირ ალტერნატივად არ მიმაჩნია. კვარა საოცარი ფეხბურთელია, აბსოლუტური ღირებულების. შესაძლოა, წელს ცოტა არასტაბილურია, მაგრამ ვფიქრობ, ის გრძნობს ზეწოლას, რის გამოც ზოგჯერ მეტისმეტს იღებს საკუთარ თავზე. პირადად მე, ნერეშს პოლიტანოს შემცვლელად ვხედა, მარჯვენა ფლანგზე, რადგან იქ ნერეში უკეთ თამაშობს, ვიდრე მარცხნივ. დაფიქრდით, კვარა, ლუკაკუსა და ნერეშის ტრიოთი „ნაპოლის“ საოცარი შემტევი პოტენციალი ექნება.

ნერეში ვინისიუსს მაგონებს, მან კვარას დაბრუნების შემდეგაც უნდა ითამაშოს, სამწუხარო იქნება სათადარიგო სკამზე მისი დატოვება. საუბარია ფეხბურთელზე, რომელშიც 30 მილიონი ევრო გადაიხადეს, რომელსაც აქვს უნარი თამაში შეცვალოს და განსხვავება მოახდინოს“, - თქვა კალაიომ.

0.121594