„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა იანვარში „გალათასარაიში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, დიბალას აგენტი სტამბოლში იყო, სადაც „გალათასარაის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. არგენტინელის გამოსასყიდი ფასი 12 მილიონი ევროა, რომლის გადახდას თურქები აპირებენ.
დიბალას მიმდინარე სეზონი წარუმატებელი აქვს, 18 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და „რომასაც“ სურს მისი გაშვება, რადგან ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.
პაულო დიბალამ „რომაში“ 2022 წლიდან დღემდე 95 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელი „იუვენტუსსა“ და „პალერმოში“ თამაშობდა.