„ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ შეიძლება კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულოს.
ესპანური Relevo-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი აღნიშნულ ვარიანტს განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კარიმს „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და საუდელები იმედოვნებენ, რომ ფრანგი გუნდში ხელშეკრულების ბოლომდე დარჩება.
კარიმ ბენზემა „ლიონის“ აღზრდილია, სადაც სახელი გაითქვა, ხოლო კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის „რეალში“ გაატარა. 2023 წლიდან ის „ალ-იტიჰადში“ თამაშობს.