ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მაგრამ კლუბს სეზონის ბოლოს მაინც დატოვებს - ამის შესახებ Rai-ს ჟურნალისტი ჩირო ვენერატო იტყობინება.
როგორც მან თქვა, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხვიჩა მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიშიც“ ითამაშებს.
პირიქით - ვენერატოს ინფორმაციით, როგორც ოსიმენის შემთხვევაში მოხდა, კონტრაქტის განახლების შემდეგ ქართველი კლუბს დატოვებს. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.