ფეხბურთი

23:30 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი შულაიამ უზბეკეთში კლუბი შეიცვალა

ქართველმა ფეხბურთელმა აკაკი შულაიამ უზბეკური „ყიზილყუმი“ დატოვა და კარიერას ტაშკენტის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

შულაიამ გასულ სეზონში „ყიზილყუმის“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. „ლოკომოტივთან“ მისი კონტრაქტის დეტალები უცნობია.

აკაკი შულაიას კარიერის განმავლობაში მარტვილის „მერანში“, „ცხინვალში“, „სიონში“. „დინამო თბილისში“, „იბერიასა“ და „ტორპედოში“ აქვს ნათამაშები.

0.127588