„გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ვლადიმირ ხაჩიძის გუნდმა ბოლნისის „სიონი“ პენალტების სერიაში, დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.
პირველი მატჩი ბოლნისში, ფრედ 1:1 დასრულდა. შედეგი საპასუხო შეხვედრაშიც იგივე იყო.
მეხუთე წუთზე „გაგრა“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ლევან გეგეჭკორი გააძევეს და მასპინძლებმა რიცხობრივ უმცირესობაში 115 წუთი ითამაშეს. თუმცა, „სიონმა“ ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა.
გიორგი ჭელიძის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი რეხვიაშვილმა დააწინაურა. „გაგრამ“ მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა - გიორგი ქიმაძის დარტყმა ზუსტი იყო. ძირითადი დრო ასე დასრულდა.
დამატებითი დრო დაინიშნა: 94-ე წუთზე გოჩა ცირდავამ „სიონი“ მეორედ დააწინაურა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშშიც წინ იყო, კაცნაკლულ მეტოქეს ეთამაშებოდა, უპირატესობა მაინც ვერ შეინარჩუნა, რადგან 104-ე წუთზე ლუკა ნოზაძის ავტოგოლით „გაგრამ“ მეორედ გაათანაბრა. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც „გაგრამ“ 7:6 მოიგო. გადამწყვეტი პენალტი „სიონიდან“ თორნიკე კაპანაძემ გააცუდა.
ამრიგად, ეროვნულ ლიგაში ისევ „გაგრა“ ითამაშებს, ხოლო „სიონი“ კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში გამოვა.
„გაგრა“ – „სიონი“ 2:2 პენ: 7:6 (0:1)
გოლები: 0:1 რეხვიაშვილი (45), 1:1 ქიმაძე (52), 1:2 ცირდავა (94), 2:2 ნოზაძე (104, ა.გ)