„ბარსელონას“ ლამინ იამალი წლის ბოლომდე გამოაკლდა. ინფორმაცია კატალონიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
იამალმა „ლეგანესთან“ მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც 75-ე წუთზე შეცვალეს. როგორც „ბარსა“ იტყობინება, ესპანელი 3-4 კვირის განმავლობაში იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს 2025 წელს დაუბრუნდება.
ლამინ იამალმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.