ფეხბურთი

17:22 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე II ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში

„კარლსრუეს“ ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის II ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი თავდამსხმელი ცნობილმა გამოცემა Kicker-მა გამოარჩია, რომელმაც ბუდუ მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურში უკვე მეოთხედ შეიყვანა. ბუდუმ გასულ ტურში „რეგენსბურგთან“ მოგებულ მატჩში (4:2) დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა. გარდა ამისა, მან პენალტიც მოიპოვა, რომელიც თვითონვე შეასრულა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

გარდა ამისა, ზივზივაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვისაც იბრძვის.

ბუდუ ზივზივაძე II ბუნდესლიგაში ამ დროისთვის ბომბარდირთა დავაში 11 გოლით ლიდერია. 30 წლის ქართველს ჩემპიონატსა და გერმანიის თასზე ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.116807