კალათბურთი

10:20 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ დამარცხდა, სანდრო მამუკელაშვილმა 8 წუთი ითამაშა

NBA-ში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „მინესოტას“ უმასპინძლა და 92:106 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 8 წუთი დაყო და ხსენებულ დროში 3 ქულას 1 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. შეხვედრაში საუკეთესო სტუმართა მხრიდან ანტონი ედვარდსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა.

„სპურის“ დასავლეთ კონფერენციაში 13 მოგებითა და ამდენივე მარცხით მე-12 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრაში სანდროს გუნდი 20 დეკემბერს „ატლანტას“ წინააღმდეგ გამართავს.

0.111688