ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და 91:100 დამარცხდა.
გოგა ბითაძეს მორიგი ორმაგი დუბლის შესასრულებლად ცოტა დააკლდა, მან პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 8 ქულას, 11 მოხსნას, 3 ბლოკშოთს, 1 ჩაჭრას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.მიუხედავად მარცხისა მატჩის MVP „ორლანდოს“ გერმანელი კალათბურთელი ვაგნერ მორიცი გახდა. მისი მონაგარი 32 ქულა 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.
შეგახსენებთ, რომ “ორლანდო“ 17-ი მოგებითა და 11-ი მარცხით არმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 20 დეკემბერს გამართავს, სადაც „ოკლაჰომა სითის“ უმასპინძლებს.