„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან ისაუბრა ჯანლუიჯი დონარუმასთან კონფლიქტზეც და თამაშიც შეაფასა:
„ეს არაფერია, არაფერი... გამეცინა და მან ეს ცუდად მიიღო. თუმცა, მივედი და ვუთხარი, რომ სასიამოვნო იყო მისთვის გოლის გატანა.
ცოტა იმედგაცრუებული ვართ, რადგან აქ ქულებისთვის ჩამოვედით. ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ, რთული იყო. მეორე ტაიმში არასწორად ვითამაშეთ, შეგვეძლო გათანაბრება. რთულია, როცა სწრაფად ორ ასეთ გოლს უშვებ, შემდეგ დაბრუნება მოვახერხეთ, მაგრამ მერე თამაში შევწყვიტეთ, არ ვიცი რატომ. ამ ტიპის გუნდთან საჭიროა კარგად ითამაშო, ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და მომავალში უკეთ ვითამაშოთ“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა. გარდა ამისა, ქართველმა ფორვარდმა ევროპა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.
„ლიონი“ 15 ტურის შემდეგ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 იანვარს, „მონპელიეს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე ითამაშებს.