ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ „ბრენტფორდი“ დაამარცხა და „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
ენცო მარესკას გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, სხვათა შორის, კარგი კალენდარიც აქვს, ასე რომ, წლის ბოლომდე, რა მოხდება, არავინ იცის.
„ჩელსიმ“ მარკ კუკურელიას და ნიკოლას ჯექსონის გოლებით მოიგო, ბოლოს სტუმრებმა შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო. „ჩელსის“ 34 ქულა აქვს და 2 ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში მარესკას გუნდი „ევერტონს“ ესტუმრება.
როგორც იქნა, მოიგო „ტოტენჰემმა“, რომელმაც სტუმრად „საუთჰემპტონი“ 5:0 გაანადგურა. „დეზებმა“ ხუთივე გოლი პირველი ტაიმში გაიტანეს. „ტოტენჰემი“ 23 ქულით მეათე ადგილზეა, „საუთჰემპტონი“ კი, პრემიერლიგის დონეს აშკარად ვერ აკმაყოფილებს, მხოლოდ 5 ქულა აქვს, ბუნებრივია ბოლო ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 9 ქულით ჩამორჩება.
„ჩელსი“ – „ბრენტფორდი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 კუკურელია (43), 2:0 ჯექსონი (80), 2:1 მბეუმო (90)
„საუთჰემპტონი“ – „ტოტენჰემი“ 0:5 (0:5)
გოლები: 0:1 მედისონი (1), 0:2 სონი (12), 0:3 კულუშევსკი (14), 0:4 სარი (25), 0:5 მედისონი (45)