„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ სიტისთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ჯადოსნური რაღაც მოხდა, ე.წ. ფერგითაიმში მოიგეს...
„ეს წარმოუდგენელი იყო, „ფერგითაიმში" მოვიგეთ, მე მჯერა ასეთი რაღაცების, რაღაც ჯადოსნური მოხდა. ვფიქრობ, დავიმსახურეთ გამარჯვება. ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ბოლომდე გვჯეროდა. მოვახერხეთ გოლების გატანა და ეს გამარჯვება გვჭირდებოდა. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმმა პეპ გვარდიოლა ბოლო ერთ თვეში ორჯერ დაამარცხა, ორი სხვადასხვა გუნდით („სპორტინგი“ და „იუნაიტედი“). „მანჩესტერმა“ დერბის მოგებით პრემიერლიგაში ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 22 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 დეკემბერს, „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.