სხვა

23:20 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვარაზდათ ლალაიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქარ თურმანიძემ (+109 კგ.) იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე ატაცში 180 / 185 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. თურმანიძე აკვრაში დაძლეული 212 კილოგრამით მე-11 საფეხურზეა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 397 კილოგრამით მე-8 პოზიცია ერგო.

მსოფლიოს ჩემპიონი ვარაზდათ ლალაიანი გახდა, რომელმაც ორჭიდში 467 კგ დააფიქსირა და პირველი ადგილი ერგო. ლალაიანმა ატაცში 215, ხოლო აკვრაში 252 კგ დააფიქსირა. მეორე ადგილზე გავიდა ირანელი ალი დავუდი 459 კგ-ით, ხოლო ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთ ირანელს, ალირეზა იუსეფის ერგო (456 კგ). ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანი უმედლოდ დარჩა, რადგან 455 კგ-ით მეოთხე ადგილს დასჯერდა და ერთი კილოგრამით ჩამორჩა სამეულს.

ლალაიანმა კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი (აქამდე, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ჰქონდა).

მოგეხსენებათ, მძიმე წონაში ლაშა ტალახაძე დაუმარცხებელი იყო, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი 7-ჯერ, ევროპის ჩემპიონატი 7-ჯერ და ოლიმპიადა 3-ჯერ მოიგო, თუმცა მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და აქტიურ სპორტს ამ ეტაპზე ჩამოშორებულია, შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია.

0.117053