ფეხბურთი

22:37 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას და "სიტის" კოშმარი გრძელდება: 2 წუთში წაგებული დერბი (+VIDEO)

„მანჩესტერ სიტის“ კოშმარული კრიზის გრძელდება. პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის მე-16 ტურში საკუთარ მოედანზე მანჩესტერული დერბიც წააგო „იუნაიტედის“ წინააღმდეგ...

წაგებაცაა და წაგებაც: 36-ე წუთზე იოშკო გვარდიოლამ ანგარიში გახსნა და „სიტი“ ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, 88-ე წუთამდე იგებდა. და, მერე რა მოხდა? ორწუთიან ინტერვალში პეპის ბიჭებმა ორი გოლი გაუშვეს, საერთოდ არაფრისგან.

88-ე წუთზე მატეუშ ნუნიესმა ითამაშა საჯარიმოში კატასტროფულად და პენალტი აიკიდა, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა ზუსტად დაარტყა. ორ წუთში მასპინძლები დაცვაში კიდევ ერთხელ გაისარჯნენ ისე, როგორც პროფესიონალი გუნდი არ უნდა თამაშობდეს და ამად დიალომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, „მანჩესტერ სიტის“ ბოლო 11 თამაში ყველა ტურნირზე ასეთი შედეგით გამოირჩევა - 1 მოგება, 2 ფრე, 8 წაგება!

„მანჩესტერ სიტი“ 27 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, „ასტონ ვილას“ ესტუმრება.

რუბენ ამორიმმა პეპ გვარდიოლა ბოლო ერთ თვეში ორჯერ დაამარცხა, ორი სხვადასხვა გუნდით („სპორტინგი“ და „იუნაიტედი“). „მანჩესტერმა“ დერბის მოგებით პრემიერლიგაში ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 22 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 დეკემბერს, „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

„მანჩესტერ სიტი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 გვარდიოლი (36), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (88, პენ), 1:2 დიალო (90)

0.147095