ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ჟუვენტუტ ბადალონასთან“ 86:93 დამარცხდა.
მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 13 ქულით მოიგეს.
გიორგი შერმადინმა 15 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად, შეტევაში 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.
„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 7 მოგებით და 4 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 21 დეკემბერს, „მურსიას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.