ფეხბურთი

14:43 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "სენტ ეტიენიდან" მწვრთნელი გაათავისუფლეს

„სენტ ეტიენიდან“ მთავარი მწვრთნელი ოლივიე დალ’ოლიო გაათავისუფლეს. ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

ფრანგი სპეციალისტის დათხოვნის მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა და დალ’ოლიო „ტულუზთან“ წაგების მერე დაითხოვეს.

„სენტ ეტიენს“ დროებით ლორან უორი უხელმძღვანელებს, სანამ კლუბი ახალ მწვრთნელს იპოვის. ამრიგად, ზურიკო დავითაშვილს მუშაობა ახალ მწვრთნელთან მოუწევს.

„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში 15 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-16 ადგილზეა.

0.112102