ლევან საგინაშვილი წარმატებულ გამოსვლებს აგრძელებს და ამჯერად EAST WEST-ის ღონისძიებაზე შეუდარებელი იყო. ქართველმა მკლავჭიდელმა ჯერი კადორეტი უშანსოდ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
ჰალკმა EAST WEST-ის ღონისძიებაზე მონაწილეობა პირველად მიიღო და ლეგენდარული ამერიკელი 4:0 დაამარცხა. ამ ბრძოლამდე ლევანს მაჯა ჰქონდა ტრავმირებული და მკურნალობის კურსს რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდა.
ქართველი მკლავჭიდელი ბოლოს ტიტულს დევონ ლარეტის დამარცხებით დაეუფლა, ახლა კი პლანეტის პირველობაზე ჩემპიონის სტატუსი შეინარჩუნა.
ლევან საგინაშვილს მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული.