„იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა, სულ მე-10 (16 ტურში). ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მოგების შემდეგ ტიაგო მოტას გუნდმა სერია A-ში ბოლო ადგილზე მყოფ „ვენეციას“ ვერ აჯობა - 2:2. უფრო მეტიც, ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა.
ამრიგად, „იუვეს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 16 ტურში მხოლოდ 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული და ასეთი ცუდი შედეგი 16 ტურის შემდეგ ბოლოს 1998-1999 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც სეზონი საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
გარდა ამისა, ტურინელებმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში შინ 9 მატჩი უკვე ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ 3-ჯერ მოიგეს. აქამდე ისტორიაში მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა „იუვემ“ საკუთარ მოედანზე საწყისი 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 3 თამაში მოიგო: 1956-1957 და 1988-1989 წლების სეზონებში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, მხოლოდ მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ უკვე 9 ქულით ჩამორჩება, შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ალბათ ვეღარ იბრძოლებს.