ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნიამ“ სტუმრად „ჟირონა“ 98:81 დაამარცხა.
ბექა ბურჯანაძემ 14 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 2 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
„ლეიმა კორუნია“ 4 მოგებით და 7 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 22 დეკემბერს, შინ „ჟუვენტუტ ბადალონასთან“ გამართავს.