„მანჩესტერ სიტი“ დაუკავშირდა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილ ნახევარმცველ პოლ პოგბას, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, „ქალაქელებში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე - წერს The Independent.
წყაროს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტიში" გადასვლის პერსპექტივაში ეჭვი ეპარება, იმის გამო, რომ ადრე თამაშობდა „წითელ ეშმაკებში", სადაც „არაერთგვაროვანი პრემიერლიგური გამოცდილება" ჰქონდა, რის შედეგადაც არ არის დარწმუნებული ინგლისში დაბრუნების მიზანშეწონილობაში.
პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016-2022 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 233 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 39 ბურთი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.